საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხალთის ეპარქიაში წირვას აღავლენს
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.
25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წირვა 10:00 საათზე დაიწყო.
ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღასრულებს საყოველთაო ნათლობას. ნათლობის მსურველები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში უნდა მობრძანდნენ 12:00 საათზე. 16:00 საათზე მისი უწმინდესობა დალოცავს ახლად ნათელღებულებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.
