წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

დღეს 16:46
18
სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი. ფოტო: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი. ფოტო: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია, არქიმანდრიტ დემეტრე გიგანის ხელმძღვანელობით.

სტუმრებმა სკოლა-გიმნაზიაში მოაბრძანეს ხატი, რომელიც საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოილოცავს. ღონისძიებაში ადგილობრივი სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

ამ თემაზე მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 13 წელი სრულდება
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ტაძარში სადღესასწაულო მსახურებები აღევლინება.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო თემატური ფილმების ჩვენება, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ ქრისტიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისა და სულიერი ცხოვრებისათვის.

საიუბილეო ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობით და მათთვის სარწმუნოებრივი და ისტორიული საკითხების უკეთ გაცნობას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ