ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა მოიგო

დღეს 10:22
18
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ფინალში კიცხის საჯარო სკოლის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს.

2026 წლის 23 ოქტომბერს ხარაგაულის სპორტის ცენტრის სპორტულ დარბაზში მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. შეჯიბრში 2012–2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ტურნირში ერთმანეთს საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხარაგაულის №2 და №3 საჯარო სკოლების, ბაზალეთის, ბორის, ბორითის, ღორეშის, ლეღვნისა და კიცხის საჯარო სკოლების, ასევე სპორტის ცენტრის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ამ თემაზე ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
ეპისკოპოსმა მელქისედეკმა მანანა კიკნაძესა და ლია რამინიშვილს თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლები და მადლობის სიგელები გადასცა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კიცხის საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდები შეხვდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო.

პენალტების სერიაში გამარჯვება სკოლა-გიმნაზიის გუნდმა მოიპოვა და მინი ფეხბურთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გახდა. გუნდის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი ვლადიმერ შავიძეა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ზესტაფონის კლინიკა „ელიტე“ დალოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ