25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს

დღეს 20:42
18
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში. ფოტო: საზუ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში. ფოტო: საზუ

ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.

2026 წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში საღმრთო ლიტურგიას აღავლენს.

საპატრიარქო წირვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

ამ თემაზე იწყება მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპი
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 8-18 სექტემბერს, 11, 12 და 13 სექტემბრის გარდა, 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობას აღასრულებს. ნათლობის მსურველები ტაძარში 12:00 საათზე უნდა მობრძანდნენ.

იმავე დღეს, 16:00 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი შიო III ახლად ნათელღებულებს დალოცავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი გიორგი კალანდია - ,,სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე''.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ