მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 13 წელი სრულდება
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ტაძარში სადღესასწაულო მსახურებები აღევლინება.
1 სექტემბერს მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 13 წელი სრულდება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებები გაიმართება.
31 აგვისტოს, 17:00 საათზე, საკათედრო ტაძარში საღამოს მსახურება აღევლინება.
1 სექტემბერს კი, 10:00 საათზე, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია დაიწყება, რომელსაც მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი აღავლენს.
მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარი სვანეთის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა და მისი კურთხევის 13 წლისთავი ეპარქიისთვის განსაკუთრებული მადლიერებისა და სიხარულის დღეა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში საეპარქიო კრება და დელეგატთა არჩევნები გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
დღეს 10:28