საგურამოში გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების კომპლექტის წარდგენა გაიმართა

დღეს 12:11
22
გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების სრული კომპლექტის წარდგენა. ფოტო: კულტურის სამინისტრო გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების სრული კომპლექტის წარდგენა. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის „გიგანტური წიგნები“ ფარგლებში ისტორიული გამოცემა სრულად აღდგა, გაციფრულდა და ორიგინალის ზომისა და ფორმის დაცვით დაიბეჭდა.

საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, გაზეთ „ივერიის“ 1888 წლის ნომრების სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა. გამოცემის აღდგენა და ხელახლა დაბეჭდვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის — „გიგანტური წიგნები“ — ფარგლებში განხორციელდა.

ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოცემული გაზეთის 1888 წლის ნომრები სრულად აღდგა და გაციფრულდა. კომპლექტი ორიგინალის ზომისა და ფორმის დაცვით დაიბეჭდა, რაც მკითხველს ისტორიული გამოცემის თავდაპირველი სახით გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ამ თემაზე დღეს წმიდა ილია მართლის მკვლელობით გარდაცვალების დღეა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.

პროექტის „გიგანტური წიგნები“ მიზანი ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური გამოცემების შენარჩუნება და ისტორიული მნიშვნელობის მასალებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროექტი ქართული პერიოდული პრესის მემკვიდრეობის დაცვასა და მკითხველისთვის მის ხელახლა წარდგენას ემსახურება.

ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა გაზეთ „ივერიის“ 1886 და 1887 წლების ნომრების სრული კომპლექტები. სამომავლოდ დაგეგმილია XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სხვა ქართული პერიოდული გამოცემების ასლების დაბეჭდვაც.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტმა დანიელმა საკათედრო ტაძარში წმინდა ილია მართლის შესახებ ისაუბრა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ