თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .
20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის პედაგოგმა, თამარ ნუცუბიძემ, სტუდენტებთან ერთად მოამზადა.
მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, წერილები და მცირე ჩანახატები, რომელთა მთავარი თემა პატრიარქის პიროვნება და მისი ნაღვაწი იყო. სტუდენტებმა შემოქმედებითი ნამუშევრებით გამოხატეს კათოლიკოს-პატრიარქისადმი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება. შეხვედრას განსაკუთრებულ განწყობას სძენდა სტუდენტთა გალობა და სიმღერა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები: მონაზონი გაბრიელ კოპაძე, მირანდა ჭიაბერაშვილი, ლაშა ბოდაველი, ილია მელუა, ანა გობეჯიშვილი, თორნიკე ნაროზაული და ელისაბედ მერკვილიშვილი. წარმოდგენას ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ფოტინე გუნია უძღვებოდა.
შეხვედრის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, ღონისძიების ორგანიზატორს, თამარ ნუცუბიძესა და მონაწილე სტუდენტებს მადლობა გადაუხადა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადა.
