ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

დღეს 10:58
20
აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II. ფოტო: ეპარქიის გვერდი აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II. ფოტო: ეპარქიის გვერდი

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.

24 ოქტომბერს, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია აღევლინება. ღვთისმსახურებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.

ამ თემაზე ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა
განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.

საღმრთო ლიტურგიის დროს აღევლინება ლოცვა განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქის სულის მშვიდობისა და სასუფეველში დამკვიდრებისთვის. ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივი ლოცვით პატივი მიაგონ მის ხსოვნას.

განსვენებულთა ლოცვით მოხსენიებას მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი გამოხატავს ქრისტიანულ სიყვარულს და აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის სასოებას, რომელიც აერთიანებს ეკლესიის წევრებს.

პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია ბაგრატის საკათედრო ტაძარში დილის 09:00 საათზე დაიწყება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ