საბერძნეთის ეკლესია: სხდომა სინას მონასტერში განცხადების გარეშე დასრულდა
დღეს ჩატარდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა.
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა, რომელიც სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან დაკავშირებული მოვლენების გამო მოიწვიეს, ყოველგვარი განცხადებისა თუ ოფიციალური ბრიფინგის გარეშე დასრულდა.
სინოდის იერარქებმა სხდომის ადგილი საბერძნეთის დროით 14:00 საათამდე დატოვეს; მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა განათლების სამინისტროს რელიგიურ საკითხთა გენერალური მდივანი გიორგი კალანცისიც. იგი სხდომაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და წმინდა სინოდს მიაწოდა ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც წმინდა ეკატერინეს მონასტრის მომავალთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხს უკავშირდება.
იმ ფონზე, როდესაც ეკლესია მონასტრის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით ეგვიპტის უზენაესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, საბერძნეთის ეკლესიამ სხდომა მოიწვია, რათა განეხილა არსებული ვითარება და შესაძლო შედეგები ამ ისტორიული მართლმადიდებლური მონასტრისთვის გადამწყვეტ მომენტში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ ეკლესიას ორი უძველესი ბიზანტიური ეკლესია გადასცა.
