შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს

დღეს 15:59
20
"ღირებულებითი განათლების" კლუბი შემოქმედის ეპარქიაში "ღირებულებითი განათლების" კლუბი შემოქმედის ეპარქიაში

სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.

საქართველოს ეპარქიებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ჩამოყალიბება გრძელდება. შემოქმედის ეპარქიაში პროექტი ამჟამად 36 საჯარო სკოლას მოიცავს, სადაც სასულიერო პირები მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სიყვარული, სიკეთე, თანაგრძნობა, ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა. საუბრები ახალგაზრდებს ამ ღირებულებების გააზრებასა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მათი მნიშვნელობის დანახვაში ეხმარება.

ამ თემაზე ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ
სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.

კლუბების საქმიანობა ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და თანაგრძნობის გაღრმავებას, ასევე საკუთარი ქცევისა და გადაწყვეტილებების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას.

პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, რომ შემოქმედის ეპარქიაში 36 სასულიერო პირს სერტიფიკატი გადაეცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ