საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლში იმყოფება
21 ოქტომბერს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისალოცი წერილი გადასცეს.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
21 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ კონსტანტინოპოლის — ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I-ს.
დელეგაციის წევრებმა მსოფლიო პატრიარქს აღსაყდრების 35 წლის იუბილე მიულოცეს და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქ ბართლომეოსის სიტყვა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავზე.
