აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

დღეს 18:45
24
ეპისკოპოსი საბა — ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ეპისკოპოსი საბა — ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.

აშშ-ში საქართველოს საელჩოში, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში.

ამ თემაზე საქართველოდან ამერიკაში სიწმინდეებს ჩააბრძანებენ
9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატსა და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატს ჩააბრძანებს.

ელჩმა ასევე ისაუბრა საიუბილეო ღონისძიებების მნიშვნელობაზე საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართულმა ღონისძიებებმა ქართულ დიასპორას შესაძლებლობა მისცა, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობა მიეღო.

მიღებაზე შეკრებილ თანამემამულეებს სიტყვით მიმართეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, არქიმანდრიტმა იოანემ. ღონისძიებასთან დაკავშირებით ისაუბრეს დელეგაციის სხვა წევრებმაც.

ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობისა“ და წმინდა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატები. სიწმინდეების ჩაბრძანებას აშშ-ში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებელი მრევლისთვის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა ჰქონდა.

საზეიმო მიღების შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ვაშინგტონის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ქართული დიასპორის მონაწილეობით, მსგავსი ღონისძიებების გამართვას მოიცავდა.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, აშშ-ი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გაბრიელის ხატები ჩააბრძანეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ