საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა
სასტუმრო „შერატონში“, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები შეიკრიბნენ.
ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო „შერატონში“, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III სიტყვით გამოდის.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმობა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია.
