შერატონში მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დაესწრება.
ამ წუთებში თბილისში, სასტუმრო „შერატონში“, სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები იკრიბებიან.
შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის დახვედრა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმობა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია.