ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ღამისთევითი საღმრთო ჟამისწირვა აღევლინა.
ღვთისმშობლობა, ყოველი წლის 21 სექტემბერს (ძველი სტილით 8 სექტემბერს) აღინიშნება. ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ღვთისმსახურება 00:00 საათზე დაიწყო.
მორწმუნეებმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის უდიდესი დღესასწაული ერთობლივი ლოცვითა და საღმრთო ლიტურგიით აღნიშნეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს.
0
0
წმინდა ღვთისმშობლის შობა
ღვთისმსახურება
ღვთისმშობელი
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22