ეკლესია ნიკომიდიელ მოწამეებს მოიხსენიებს
ნიკომიდიელი მოწამეები ქრისტიანობის ისტორიაში ცნობილი წმინდანთა რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ძველ ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს სარწმუნოებისთვის.
15 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ნიკომედიელ მოწამეებს. ქრისტიანობის ისტორიაში ცნობილი წმინდანთა რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ძველ ქალაქ ნიკომიდიაში (დღევანდელი იზმითი, თურქეთი) ეწამნენ ქრისტეს სარწმუნოებისთვის, ძირითადად, რომის იმპერატორების — დეკიუსისა (249-251) და დიოკლეტიანეს (284-305) სასტიკი დევნის პერიოდში.
მართლმადიდებლურ კალენდარში ნიკომიდიელ მოწამეთა შორის ყველაზე ხშირად შემდეგი ჯგუფები და წმინდანები მოიხსენიებიან:
1003 ნიკომიდიელი მოწამე (+303 წ.): ისინი იყვნენ დიოკლეტიანეს დროს ქრისტესთვის წამებული დიდებულების (ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის) მსახურები. მას შემდეგ, რაც მათი ბატონები სიკვდილით დასაჯეს, მათაც საჯაროდ აღიარეს ქრისტიანობა. მეომრებმა ისინი ალყაში მოაქციეს და დედებთან და ყრმებთან ერთად მახვილით აჩეხეს. ეკლესია მათ ხსენებას 20 თებერვალს (ძვ. სტილით 7 თებერვალს) აღნიშნავს.
3628 ნიკომიდიელი მოწამე: ქრისტიანთა კიდევ ერთი დიდი ჯგუფი, რომლებიც III-IV საუკუნეების მიჯნაზე ოჯახებითურთ ჩავიდნენ ნიკომიდიაში და ნებით ჩაბარდნენ საწამებლად. მათი ხსენების დღეა 15 სექტემბერი.
კონდრატე ნიკომიდიელი, სატორინი, რუფინი და სხვები: იმპერატორების, დეკიუსისა და ვალერიანეს დროს წამებული ქრისტიანები. წმინდა კონდრატე მდიდარი და წარჩინებული ოჯახიდან იყო და თავის ქონებას დევნილ ქრისტიანებსახმარდა. მათი ხსენებაა 23 მარტს.
წმინდა გიორგი ძლევამოსილი და პანტელეიმონ მკურნალი.