ლაშა ზაალიშვილი - ღმერთმა ინებოს კეთილად წარიმართოს წლევანდელი სასწავლო წელი
მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონს, ანუ საეკლესიო ახალ წელს, ახალი სტილით ყოველი წლის 14 სექტემბერს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტიონს, ანუ საეკლესიო ახალ წელს, ახალი სტილით ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით 1 სექტემბერს) აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა პირველი მსოფლიო კრების დროს (325 წელს) და ის სიმბოლურად წელიწადის ათვლისა და ახალი ლიტურგიკული ციკლის დაწყებას უკავშირდება.
ამ დღეს ტაძრებში საგანგებო პარაკლისი სრულდება, სადაც მორწმუნეები ღმერთს გასული წლისთვის მადლობას სწირავენ და მომავალი წლის კურთხევას შესთხოვენ.
14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის — ინდიქტიონის — დაწყებასთან დაკავშირებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი აღესრულა. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მრევლს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და საეკლესიო ახალი წელი მიულოცა.
ჩვენთან საუბარში თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, ლაშა ზაალიშვილმა ისაუბრა დღვანდელი დღის მნიშვნელობაზე და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პედაგოგებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს.
,, ღმერთმა ინებოს კეთილად წარიმართოს წლევანდელი სასწავლო წელი''- აღნიშნა მან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.