ზუგდიდში გაიმართა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ღონისძიება
შეხვედრის მომხსენებელი გახლდათ ბატონი თემურ კემულარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი რეგიონის ისტორიის, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ.
ზუგდიდში, ორგანიზაცია „საზოგადოება ზუგდიდელების“ მიერ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო დადიანების ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და მათი მოღვაწეობა, აგრეთვე სამეგრელოს ისტორიული წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენები და ამბები.
შეხვედრის მომხსენებელი გახლდათ ბატონი თემურ კემულარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი რეგიონის ისტორიის, კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო ზუგდიდელები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი ქალბატონი მანანა ნაჭყებია და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი - გიორგი ფიფია.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, დასვეს საინტერესო კითხვები და ისაუბრეს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებისთვის.
ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გიორგი ფიფიამ, თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფორმალური და არაფორმალური, ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობს ახალი ცოდნის მიღებას, ეროვნული ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობას, ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობიერებასა და მათ მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
მისი შეფასებით, ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნა განათლების განუყოფელი ნაწილია და ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას ემსახურება.
გიორგი ფიფიამ მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია „საზოგადოება ზუგდიდელებს“, ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და წარმატებები უსურვა მათ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ასევე გამოითქვა მზადყოფნა, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს მხარეებს შორის თანამშრომლობა საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ მიმართულებებში, მათ შორის საერთო ინტერესების მქონე ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში შეხვედრა გაიმართა.