კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ჯემალ ბაღაშვილს 85 წლის იუბილე მიულოცა

13 სექტემბერი 15:24
132
კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა  ბატონ ჯემალ ბაღაშვილს. ფოტო: საზუ კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბატონ ჯემალ ბაღაშვილს. ფოტო: საზუ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელოვანს მხნეობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ჯემალ ბაღაშვილს დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში აღნიშნა ბატონი ჯემალ ბაღაშვილის გამორჩეული ნიჭი, იუმორი, გულწრფელობა და კაცთმოყვარეობა, რომლითაც იგი სხვადასხვა თაობის მსმენელს სიხარულს, სიკეთესა და სითბოს უზიარებს.

„ბატონი ჯემალ ბაღაშვილი თავისი გამორჩეული ნიჭით, იუმორით, გულწრფელობითა და კაცთმოყვარეობით სიხარულს, სიკეთესა და სითბოს უზიარებს სხვადასხვა თაობის მსმენელს. დღეს ქართული საესტრადო ხელოვნება წარმოუდგენელია მისი შემოქმედების გარეშე.

გულითადად ვულოცავ ბატონ ჯემალს საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 85 წელს და ვუსურვებ მხნეობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და კვლავაც წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.

ღმერთმა დალოცოს ბატონი ჯემალი და მისი ოჯახი“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ