კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ჯემალ ბაღაშვილს 85 წლის იუბილე მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხელოვანს მხნეობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ჯემალ ბაღაშვილს დაბადებიდან 85 წლის იუბილე მიულოცა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მილოცვაში აღნიშნა ბატონი ჯემალ ბაღაშვილის გამორჩეული ნიჭი, იუმორი, გულწრფელობა და კაცთმოყვარეობა, რომლითაც იგი სხვადასხვა თაობის მსმენელს სიხარულს, სიკეთესა და სითბოს უზიარებს.
„ბატონი ჯემალ ბაღაშვილი თავისი გამორჩეული ნიჭით, იუმორით, გულწრფელობითა და კაცთმოყვარეობით სიხარულს, სიკეთესა და სითბოს უზიარებს სხვადასხვა თაობის მსმენელს. დღეს ქართული საესტრადო ხელოვნება წარმოუდგენელია მისი შემოქმედების გარეშე.
გულითადად ვულოცავ ბატონ ჯემალს საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 85 წელს და ვუსურვებ მხნეობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და კვლავაც წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ჯემალი და მისი ოჯახი“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს.