ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და ოსმანისტის, პროფესორ ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტის, პროფესორისა და პედაგოგის, ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდად დაგვამწუხრა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტის, პროფესორისა და პედაგოგის, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და კეთილშობილი პიროვნების, ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალებამ“, – აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარში.
პატრიარქი შიო III აღნიშნავს, რომ ფასდაუდებელია ცისანა აბულაძის წვლილი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საძმოს, სინის მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრისა და ტაო-კლარჯეთის ისტორიის ოსმალური ლიტერატურული და დოკუმენტური წყაროების თარგმნისა და შესწავლის საქმეში.
„იგი მრავალი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებითა და ერთგულებით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს და უშურველად უზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებსა და მომავალ თაობას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ლოცვებს აღავლენს განსვენებული ცისანა აბულაძის უკვდავი სულისთვის და უფალს შესთხოვს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მშვიდობა და ნუგეში მიანიჭოს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.