თეთრათხევის მონასტერში ღირსი თადეოზ სტეფანწმინდელის ხსენების დღე აღინიშნა
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან და მონასტრის წევრებთან ერთად სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
3 სექტემბერს, ღირსი მამის — თადეოზ სტეფანწმინდელის, იგივე თევდოსიოს მრეჰელის ხსენების დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ თეთრათხევის მონასტერში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და ეპარქიის მონასტრების წევრები.
პარაკლისის დასრულების შემდეგ ტაძრის ირგვლივ საზეიმო ლიტანიობა შესრულდა.
ამჟამად თეთრათხევის მონასტრის ტერიტორიაზე გაწმენდითი და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ვერეს მამათა მონასტერში მცირე აიაზმის მსახურება აღესრულა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22