გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიის თანამშრომელი მარინა გაფრინდაშვილი

3 სექტემბერი 19:41
132
გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიის თანამშრომელი მარინა გაფრინდაშვილი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის თარჯიმანი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ქალბატონი მარინა გაფრინდაშვილი გარდაიცვალა.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქალბატონი მარინა გაფრინდაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მარინა გაფრინდაშვილი მრავალი წლის განმავლობაში აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურში თარჯიმნად და ინგლისური ენის სპეციალისტად საქმიანობდა.

პანაშვიდი:4 და 5 სექტემბერს, მისამართზე: ლადო კავსაძის №7, III სადარბაზო, ბინა 23.

დაკრძალვა:6 სექტემბერს, კვირას, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გარდაიცვალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან გოლეთიანი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ