გარდაიცვალა დეკანოზი თეოდორე ესებუა
დეკანოზ თეოდორე ესებუას დაკრძალვა 11 აგვისტოს, მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართება.
6 აგვისტოს გარდაიცვალა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ესებუა.
დეკანოზ თეოდორეს დაკრძალვა 11 აგვისტოს, სამშაბათს, 15:00 საათზე, მაღლაკის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ეზოში გაიმართება.
ქუთაის-გაენათის ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს დეკანოზ თეოდორე ესებუას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
მორწმუნეებს სთხოვენ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია: „ეკლესიას უკრაინაში მებრძოლთათვის არ დაუწესებია შემზღუდავი ნორმა.“