თბილისში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი შენდება

3 სექტემბერი 11:50
144
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი შენდება. ფოტო: სამების საკათედრო ტაძრის მეზარეები წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი შენდება. ფოტო: სამების საკათედრო ტაძრის მეზარეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისში კიდევ ერთი სულიერი კერის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ფერდობზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მისი მდებარეობა განსაკუთრებულად გამორჩეულია — მონასტერი დედაქალაქის სივრცეს გადმოჰყურებს და, ღვთის შეწევნით, მომავალში მორწმუნეთათვის ლოცვის, სულიერი სიმშვიდისა და მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად ჩამოყალიბდება.

სამონასტრო კომპლექსი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელს ატარებს. წმინდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ქრისტეს საყვარელი მოწაფე, მეოთხე სახარების, სამი ეპისტოლისა და „გამოცხადების“ წიგნის ავტორია. წმინდა იოანეს ღვაწლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიასა და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაში.

მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპლექსი დედაქალაქის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სულიერ კერად იქცევა, სადაც მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლინონ ლოცვა.

სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარია მამა ანდრია (ორმოცაძე). იგი მონასტრის წევრებთან ერთად ყოველდღიურად ზრუნავს როგორც სამონასტრო ცხოვრების, ისე მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროცესზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბებნისში წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძრის კედლების მშენებლობა დასრულდა, გუმბათის მოსაწყობად დახმარებაა საჭირო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ