მარიამობის დღესასწაულზე იტრიის მონასტერში ღამისთევის მსახურება ჩატარდება
სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება 27 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.
იტრიის მამათა მონასტერში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის — დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღამისთევის მსახურება გაიმართება.
მსახურება 27 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო მარიამობის დღესასწაულზე მონასტერში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს ლოცვითა და სულიერი ერთობით შეხვდნენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
დღეს 12:22