დადიანების სასახლემ „International Travel Awards 2026“-ის ჯილდო მოიპოვა
ზუგდიდის დადიანების სასახლე საქართველოს საუკეთესო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმად დასახელდა.
ზუგდიდის დადიანების სასახლემ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მუზეუმი „International Travel Awards 2026“-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოს საუკეთესო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმად დასახელდა.
„International Travel Awards“ საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში გამორჩეულ მუზეუმებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს აჯილდოებს.
საერთაშორისო კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზიტორთა გამოცდილებას, მომსახურების ხარისხს, სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტებსა და იმ გავლენას, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია დამთვალიერებლებზე ახდენს.
დადიანების სასახლისთვის მიღებული ჯილდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმის ისტორიულ, კულტურულ და ტურისტულ მნიშვნელობას. სასახლე საქართველოს ისტორიისა და დადიანთა საგვარეულოს მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა და ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
„International Travel Awards 2026“-ის ფარგლებში მიღებული აღიარება დადიანების სასახლის საერთაშორისო ტურისტულ სივრცეში ცნობადობის ზრდისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა.