წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა
შეკრებილ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გუგე ცანავას სახელობის პარკში საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტმა და რეჟისორმა გოდერძი შარაშიამ წარადგინა მოხსენება თემაზე — „წარსულის გაკვეთილები — წალენჯიხა ადამიანების ისტორიებით“.
შეხვედრამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებასა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სიღრმისეულად გასცნობოდნენ წალენჯიხის ისტორიულ წარსულს და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ იმ ადამიანთა ღვაწლი, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენი მხარის ისტორიაში.
შეკრებილ საზოგადოებასა და ახალგაზრდებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ.
ღონისძიებას ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლებისა და კულტურის მიმართულებით, საჯარო სკოლებში რელიგიისა და კულტურულ-საგანმანათლებლო წრის საორგანიზაციო საკითხებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პასუხისმგებელი პირი, ნაგურუს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია სარია.
ღონისძიების მიმდინარეობისას პატივი მიაგეს „მომავლის ბიჭის“ — ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.
საჯარო ლექციას ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს მაცხოვრის ნიში ყვავილებითა და თაიგულებით შეიმკო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის საფუძველი აკურთხეს.