მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება
ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია; უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
ხვალ, 14 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობის მარხვას იწყებს. მარხვა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაულისთვის (28 აგვისტო) მომზადების პერიოდია და 14 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
მარიამობის მარხვა ეკლესიის კალენდარში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარხვის პერიოდია. ამ დღეებში მორწმუნეები თავშეკავებით, ლოცვითა და სულიერი მომზადებით ხვდებიან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდ დღესასწაულს.
მარხვის პერიოდში ქრისტიანები ცდილობენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ლოცვას, სინანულს, მოწყალებასა და მოყვასის სიყვარულს. ეკლესიური სწავლებით, მარხვის მთავარი მიზანი მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება კი არა, ადამიანის სულიერი განახლება და ღმერთთან დაახლოებაა.
მარიამობის მარხვა 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულით დასრულდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე.