ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის საფუძველი აკურთხეს
საფუძვლის კურთხევის წესი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
2026 წლის 29 ივლისს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ნაკიფუში წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის საფუძვლის კურთხევის წესი აღასრულა.
საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, მრევლი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საფუძვლის კურთხევა მნიშვნელოვანი ეტაპია ტაძრის მშენებლობის პროცესში და საფუძველს უყრის ახალ სულიერ კერას, რომელიც მომავალში მრევლის ლოცვისა და საეკლესიო ცხოვრების ცენტრი გახდება.
მიტროპოლიტმა გერასიმემ დამსწრეებს მიმართა და ტაძრის მშენებლობაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა. მან დალოცა მომავალი მშენებლობა და ისურვა, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი მრავალი თაობისთვის რწმენის, ერთობისა და სულიერი განმტკიცების ადგილი გახდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ქართული ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია.