იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში
პატრიარქი შიო lll პირველად ეწვია სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას პატრიარქის რანგში.
დღეს 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი შიო lll პირველად ეწვია სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას პატრიარქის რანგში.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას აღნიშნავს მრევლი, დღევანდელი დღე ნამდვილი დღესასწაულია ეპარქიაში.
იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში არ წყდებოდა მრევლის ნაკადი.
ტაძარში შეკრებილ სასულიერო პირები და მრევლი საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დიდი სიხარულითა და პატივისცემით დახვდა. იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინა. წმინდა იოანე, როგორც უფლის წინამორბედი და ნათლისმცემელი, განსაკუთრებული პატივით არის შემოსილი ქრისტიანულ სამყაროში.
ეპარქიისთვის პატრიარქის ჩამოსვლა ნამდვილი დღესასწაული გახდა, რადგან სწორედ სენაკისა და ცხოროწყუს ეპარქიაში მსახურობდა წლების მანძილზე შიო მესამე. სამწყსო დიდი სიხარულით დახვდა მას. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ ქართულ ტრადიციულ სამოსში შემოსილი ქალ-ვაჟები.
გალოდა მგალობელთა გუნდი. სამხედრო პირები საქართველოს ხუთჯვრიანი დროშით ხელში ტაძრის ეზოში მწკრივად იდგნენ. ჩოხოსანტა გუნდი განსაკუთრებულ ელფერს სზენდა დღესასწაულს.
ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას, როგორც დიდი ზეიმი და ისტორიული დღე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა - ბედნიერია სენაკის მრევლი.