24 ივნისს ეკლესია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს „ღირს არსს“ მოიხსენიებს

2824
24 ივნისი 11:34
13
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“

ათონზე მთავარანგელოს გაბრიელის მიერ ნაუწყები საგალობელი „ღირს არსი“ დღესაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილია.

24 ივნისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს „ღირს არსს“, რომელიც ათონის მთაზე, კარეასის მონასტერშია დაბრძანებული.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ერთ აღდგომის ღამეს კარეასის მახლობლად მცხოვრებ მორჩილ ბერს უცნობი მონაზონი ეწვია. ღამისთევის ლოცვისას, როდესაც ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობლის შესრულების დრო დადგა, სტუმარმა მანამდე უცნობი სიტყვებით დაიწყო გალობა: „ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო...“ და შემდეგ უკვე დაამატა ცნობილი საგალობელი „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“

მორჩილის თხოვნით, სტუმარმა ახალი საგალობელი ქვაზე ამოკვეთა, რომელიც სასწაულებრივად ცვილივით დარბილდა. ამის შემდეგ მან საკუთარი თავი მთავარანგელოზ გაბრიელად გამოაცხადა და თვალს მიეფარა.

მომხდარის შესახებ ათონის მთის ბერებმა შეიტყვეს და ღვთისმშობლის სადიდებელი ეს ახალი საგალობელი ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში დამკვიდრდა. ხატი, რომლის წინაშეც ეს სასწაული აღესრულა, კარეასის მონასტრის მთავარ ტაძარში გადააბრძანეს და მას შემდეგ „ღირს არსის“ სახელითაა ცნობილი.

მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ქვის ფილა მოგვიანებით კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, ხოლო ის სენაკი, სადაც სასწაული მოხდა, დღემდე „ღირს არსის“ სახელწოდებით არის ცნობილი. დღეს კი საგალობელი „ღირს არსი“ მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ყველაზე გავრცელებულ საგალობლად რჩება.

ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენებას აღნიშნავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ