მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენებას აღნიშნავს

2824
22 ივნისი 08:36
97
მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივნისს წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენებას აღნიშნავს

წმიდა კირილე ალექსანდრიელი III მსოფლიო კრების თავმჯდომარე იყო და ეკლესიის ერთ-ერთ გამორჩეულ მამად მიიჩნევა.

22 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა კირილე ალექსანდრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა კირილე IV საუკუნის მეორე ნახევარში ალექსანდრიაში, დიდგვაროვანი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. იგი 412-444 წლებში ალექსანდრიის მღვდელმთავრის ტახტს იკავებდა და თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საეკლესიო მოღვაწედ ითვლებოდა.

431 წელს წმიდა კირილე თავმჯდომარეობდა ეფესოში გამართულ III მსოფლიო კრებას, რომელმაც დაგმო ნესტორის ცრუსწავლება და ანათემას გადასცა მისი მოძღვრება. აღნიშნულმა კრებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცების საქმეში.

წმიდა კირილე ალექსანდრიელი გამოირჩეოდა ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნითა და ეკლესიისადმი ერთგულებით. მან ქრისტიანულ სამყაროს მრავალი ზნეობრივი და საღვთისმეტყველო შრომა დაუტოვა, რომლებიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკლესიის სწავლებისა და სულიერი მემკვიდრეობის საგანძურში.

444 წელს წმიდანმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება ეკლესიაში განსაკუთრებული პატივით აღინიშნება, როგორც მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგული დამცველისა და ეკლესიის დიდი მამისა.

ადრე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ