პატრიარქი შიო III დღეს სულთმოფენობის ლოცვას, ხვალ კი სადღესასწაულო ლიტურგიას აღასრულებს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მსახურებები 30 და 31 მაისს გაიმართება.
დღეს, 30 მაისს, 17:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სულთმოფენობის ლოცვას აღასრულებს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ხვალ, 31 მაისს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, სულთმოფენობის დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სულის მოციქულებზე გარდამოსვლას აღნიშნავს, რაც ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დღედ მიიჩნევა.
მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ როგორც დღევანდელ ლოცვას, ასევე ხვალინდელ სადღესასწაულო ლიტურგიას და ერთად იზეიმონ ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 30 მაისს სულის შაბათია.