საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე ღონისძიებებით აღინიშნება
საიუბილეო პროგრამა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობებს; ღონისძიებები 26 მაისიდან დაიწყება.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
საიუბილეო გეგმებთან დაკავშირებით იმსჯელეს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III.
გეგმების მიხედვით, საიუბილეო ღონისძიებები 26 მაისიდან დაიწყება, ხოლო 1 ივნისიდან ისინი მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. პროგრამა მოიცავს კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.
ღონისძიებები გაგრძელდება სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს კოორდინაციით განხორციელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა.