ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრება 10 ქალაქში გაიმართება
ყველა ქალაქში შეკრება 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო საზეიმო ლოცვითი მსვლელობები ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყო.
წლევანდელი დღესასწაული პირველია, რომელიც ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და წინამძღოლობით ტარდება.
ლოკაციები ქალაქების მიხედვით
საყოველთაო შეკრებები შემდეგ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე გაიმართება:
თბილისი – ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (საიდანაც მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება).
რუსთავი – ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია.
ქუთაისი – დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი.
ბათუმი – ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.
გორი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების (აღდგომის) ტაძარი.
ზუგდიდი – ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (დადიანების ეზო).
ახალციხე – მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.
თელავი – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
მცხეთა – მცხეთის თეატრონის ტერიტორია.
ოზურგეთი – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი.
მჟკ წერდა, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.