ბათუმში 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება

2824
17 მაისი 09:07
29
ოჯახის სიწმინდის დღე ბათუმში, 2025 წელი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ოჯახის სიწმინდის დღე ბათუმში, 2025 წელი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მართლმორწმუნეებს ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საზეიმო მსვლელობას გამართავს.

ეპარქიის ინფორმაციით, დღის 12:00 საათზე ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი, რის შემდეგაც გაიმართება მსვლელობა.

ღონისძიების ფარგლებში, ბათუმის განმანთავისუფლებელ მეომართა საფლავთან — იუნკერთა საფლავზე — სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა მართლმორწმუნეს იწვევს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შეკრებილი მღვდელმსახურები და მრევლი პატრიარქს ინტრონიზაციას ულოცავს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ