ახალი პატრიარქის სიტყვა სვეტიცხოველში

2824
12 მაისი 14:31
105
პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ პატრიარქი შიო მესამე. ფოტო: მჟკ

თანამედროვე ცხოვრება სირთულეების წინაშე გვაყენებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა პატრიარქობის ტვირთი მაგრამ აუცილებელია მეტი ღვაწლი.

ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ საქართველოს ახალმა პატრიარქმა სიო მესამემ მრევლს პირველად მიმართა:  ეკლესია იქცა ერთობის ბურჯად. თანამედროვე ცხოვრება სირთულეების წინაშე გვაყენებს, ამიტომ ერთიორად მძიმეა პატრიარქობის ტვირთი მაგრამ აუცილებელია მეტი ღვაწლი, ამიტომ გვმართებს თანამბრად გავიზიაროთ ღვაწლი.

საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული. ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ქვეყნის მაგალითად ვიქცეთ დღეს დიდი მოციქულეობრივი ვალდებულების წინ მდგარი შევთხოვ ნეტარ სულებს მორჩილად ვზიდო მძიმე ჯვარი. გავაგრძელო გზა ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად. ვიხსენებ ჩვენი ქვეყნის წმინდანებს და მიპყრობს უძლურობის ძალა . რთულია პასუხის მოძიება კითხვაზე: რატომ ინება ღმერთმა ამხელა ჯვარის სიმძიმე ჩემზე. თუმცა გააზრებული მაქვს ეს ვთხოვ შეწევნას წმინდანებს ამ რთულ გზაზე. დიდი მადლობა მღვდელმთავრებს ნდობისთვის. მადლობა ხალხს ლოცვისთვის. ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის. დაე სიყვარულით და ერთობით ვადიდებდეთ უფალს. ამინ! ქრისტე აღსდგა!

მჟკ წერდა, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ