მიტრა რომელსაც ახალ პატრიარქს დაადგამენ
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემთხვევაში, მას გადაეცემა წინამორბედი პატრიარქების მსგავსი უფლებამოსილების ნიშნები.
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
მიტრა ფერადი თვლებითაა მოოჭვილი და მცირე ზომის ხატებით მორთული. იგი სიმბოლოა იმ ეკლის გვირგვინისა, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს. მიტრა სახარების სიმბოლოცაა, რადგან მღვდლად კურთხევის დროს მღვდელმთავარი მომავალ მღვდელს თავზე გაშლილ სახარებას ადებს. მიტრაზე გამოსახულია მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მახარებელთა ხატები.
2026 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს ახალი პატრიარქის, რომელიც 11 მაისს, 14-ე საეკლესიო კრებაზე იქნა არჩეული, მოხდება ინტრონიზაცია, მისი პატრიარქად კურთხევა.
კურთხევა ხდება ტრადიციულად სვეტიცხოვლის საკათედრი ტაძარში. ამ წუთებში მიმდინარეობს ინტრონიზაციის ცერემონია. ტაძარი მრევლს ვერ იტევს.
კურთხევის შემდეგ ახალ პატრიარქს ეწოდება შიო lll.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ახალი პატრიარქის პირველი მიბრძანება სვეტიცხოველში.