23 აპრილს სქემარქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალებიდან სამი წელი შესრულდა
მისი სულის საოხად პანაშვიდი აღასრულა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი).
23 აპრილს, სქემარქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალებიდან სამი წლისთავზე, საბას კოშკის მამათა მონასტერში, წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი აღესრულა.
პანაშვიდი ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აღავლინა. მას თანამსახურებდნენ სასულიერო პირები და მონასტრის საძმო.
შეგახსენებთ, 2023 წლის 23 აპრილს, გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში საკვირაო სკოლის საგანმანათლებლო მისია.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.