მიტროპოლიტი ნიკოლოზი ილია II-ის შესაძლო კანონიზაციაზე საუბრობს

2824
22 მარტი 11:44
38
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ფოტო: მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი. ფოტო:

მისი თქმით, ხალხის თაყვანისცემა არის მთავარი საფუძველი წმინდანად შერაცხვისთვის და პროცესი შესაძლოა მალე დაიწყოს.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შესაძლო კანონიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი შესაძლოა უახლოეს პერიოდში დაიწყოს.

მისი განცხადებით, ისტორიულად არსებობდა შემთხვევები, როდესაც წმინდანად შერაცხვა გარდაცვალებისთანავე იწყებოდა და მსგავსი პრეცედენტი დღესაც შესაძლებელია.

„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ რომ, ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, კანონიზაციაზე [წმინდანად შერაცხვაზე] ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისტორიაში შემთხვევები, ეგნატე ღმერთშემოსილი იყო დიდი წმინდანი, მარტინ ტურელი იყო დიდი წმინდანი, ანტონ დიდი. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო იმწუთასვე. მაშინ კანონიზაციის პროცესი კი სხვანაირი იყო... მთავარი წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, სასოება. როცა კანონიზაციაზეა საუბარი, წმინდანად შერაცხვაზე, აქ საუბარია საყოველთაო თაყვანისცემაზე“ — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება სინოდის კომპეტენციაა, თუმცა საზოგადოების განწყობა და პატივისცემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღნიშნულ პროცესში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძარში მიმდინარე წირვას პანკისის მოსახლეობაც შეუერთდა — „ილია II ყველას უყვარდა“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ