პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვა - პირდაპირი ეთერი
სრულიად საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გაცილებასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
22 მარტს საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაემშვიდობება. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი პირდაპირ ეთერში გადასცემს შემთხვევის ადგილიდან.
17:00 ტრანსლაციის დასასრული.
16:43 მანგლისის და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია:
,,დღეს მწუხარეა ჩვენი სული. ერი გლოვობს ჭეშმარირტი მამის ილია მეორის გარდაცვალებას, ამასთანავე მაცხოვარი გვამხნევებს. მოციქული პავლე ამბობს, გასაჭირი შეიქმნს მოთმინეას, მოთმინება კი სასოებას. უფალი თავის რჩეულებს საქართველოში აძლევდა ხანგრძლივ სიცოცხლეს. ჩვენ გვეგონა რომ პატრიარქი მიაღწევდა გრიგოლ ხანცთელის ასაკს 105 წელს, მაგრამ მან ადრე დაგვტოვა. მან აღადგინა მრავალი ახალი ეპარქია, ათარგმნინა წმინდა ბიბლია. თითქმის ნახევარი საუკუნე ვიყავი მისი მოწაფე და შემდეგ ღვდელმთავარი. თავისი უმთავრესი მიზნის შესახებ განაცხადა სვეტიცხოველში : ,,მე მსურს გამოვავლინო ქართული ერის შინაგანი ენერგია''. მართლაც მისი შრომით აღიორძინდა ქრისტიანობა. ჩვენ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ უწმინდესობავ გაგიშლიათ არწივივით ფრთები და ამ ფრთებქვეშ იკრებთ მთელ საქართველოს, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს. რამდენი წინაპართა მიერ წამოწყებული საქმე განაახლეთ. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წინამძღვრობა შეუძლებელია ღვთის შეწევნის გარეშე.
ჩვენ ვგლოვობთ და ვწუხვართ რომ ამჟამად ვდგვართ სიონში, სადაც განისვენებენ უდიდესი მოღვაწეები. თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი ერის და ღმერთის წინაშე. მშვიდად განისვენეთ პატრიარქო.
16:33 პატრიარქის ტახტის მოსაყდრე ამ წუთებში პანაშვიდს აღასრულებს სიონის საკათედრო ტაძარში.
16:20 კადრები ქუჩიდან.
16:15 მისი უნეტარესობა შეასვენეს სიონის ტაძარში. აღესრულება პანაშვიდი.
პირდაპირი ეთერის სანახავად გადადით ბმულზე.
https://www.facebook.com/martmadidebeljurnalistakavshiri/videos/1274581218104400
15:25 კადრში თქვენ ხედავთ ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის'' წევრებს.
15:00 სამების საკათედრო ტაძრიდან გამოაბრძანეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პროცესია სიონის ტაძრისკენ მიემართება.
14:37 საქართველოს პატრიარქის ცხედარს გამოსვენებენ სამების საკათედრო ტაძრიდან.
13: 36 კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი სიტყვით გამოდის.
13:32 პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მიმართავს მრევლს და სასულიერო პირებს.
13:20 დასრულდა პანაშვიდი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი და მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საკურთხეველში შევიდნენ.
12:50 პატრიარქ ილია მეორეს პანაშვიდი, რომელსაც პატრიარქი ბართლომე უხელმძღვანელებს, ამ წუთებში დაიწყო.
12:33 მაღალი იერარქიის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
12:24 პატრიარქი ბართლომეოსი და მიტროპოლიტი შიო ლიტურგიაზე.
12:20 პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათდრო ტაძარში.
12:10 ამ წუთებში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება.
11:58 მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მოვიდნენ, რათა პატივი მიაგონ უწმინდესის ხსოვნას და გააცილონ უკანასკნელ გზაზე.
11:40 პირდაპირი ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან.
https://www.facebook.com/martmadidebeljurnalistakavshiri/videos/941552428452220
11:20 სასულიერო პირები, მღვდელ-მონაზვნები და მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში.
10:55 კადრები ლიტურგიიდან
10:44 ჩოხოსნები სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას ესწრებიან.
10:30 სამების ტაძარში მიმდინარე წირვას პანკისის მოსახლეობაც შეუერთდა — „ილია II ყველას უყვარდა“.
10:17 ვიდეო კადრები ლიტურგიიდან.
10:00 ლიტურგიაზე მოვიდა საზოგადო მოღვაწე ლევან ვასაძე ოჯახთან ერთად.
https://www.facebook.com/martmadidebeljurnalistakavshiri
09:55 მიმდინარეობს საღვთო ლიტურგია
09:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
08:30 სამების ტაძრის ეზოში სრული სიჩუმე დგას ხალხის სიმრავლის მიუხედავდ. გათენდა თბილისში. დღეს საქართველო ემშვიდობება პატრიარქს.
08:00 სამების ეზოში დაცვის მობილიზება შეინიშნება, შიდა პერიმეტრეზე ისევ არავის უშვებენ.
07:30 სამების ეზოში სასულიერო პიორები მოვიდნენ, თუმცა შეგახსენებთ ტაძარში ყველას არ უშვებენ.
07:00 დამონტაჟებული ბანერები სამების ტაძრის ეზოში.
პატრიარქი ელია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ამა წლის 17 მარტს. იგი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესის მართავდა 49 წლის მანძილზე.