სამების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა საბამ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პატივი მიაგო.
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
მსახურებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები და სტიქაროსნები, მოგეხსენებათ ამ დღეების განმავლობაში უწყვეტი როგოთ 24 საათის განმავლობაში მიდიან საქართველოს მოქალაქეები ილია II_ის სამოქალაქო პანაშვიდზე.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესსა და უნეტარესს საქართველოს 141_ე პატრიარქს ილია II_ს 22 მარტს კვირას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლოში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდები გრძელდება.