სამების საკათედრო ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპისკოპოსებმა შეასრულეს

2824
21 მარტი 10:07
38
ილია მეორეს ტახტი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ ილია მეორეს ტახტი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტო: მჟკ

საქართველოს ეკლესიის მაღალმა იერარქებმა 20 მარტს პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.

20 მარტს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებმა შეასრულეს.

პანაშვიდი აღასრულეს ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ადიშელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ უწმინდესსა და უნეტარესს საქართველოს 141_ე პატრიარქს ილია II_ს 22 მარტს კვირას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,  სიონის ტაძარში სამზადისი პატრიარქის სამუდამო განსასვენებლისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ