რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლოში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდები გრძელდება
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც საერთო გლოვას უერთდება — პანაშვიდებს ყოველდღიურად დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღავლენს.
ქალაქ რენში, მთავარანგელოზ გაბრიელის სამრევლოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. პანაშვიდები ყოველდღიურად, 19:00 საათზე ტარდება და მას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღავლენს.
20 მარტს, მორწმუნეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს სულიერი წინამძღოლის ხსოვნას და ლოცვით მოიხსენიეს მისი სული.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქის დაკრძალვა კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
მძიმე დღეებში გლოვას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრაციაც უერთდება და პატრიარქის ხსოვნას ერთობლივი ლოცვით პატივს მიაგებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.