მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა

2824
20 მარტი 21:01
38
ილია მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ფოტო: Jerusalem-Patriarchate ილია მეორეს სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ფოტო: Jerusalem-Patriarchate

სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს იერუსალიმის საპატრიარქოს მაღალ იერარქებმა.

იერუსალიმში, ქრისტიანობის უწმინდეს ადგილას — მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა.
სულის მოსახსენიებელი ლოცვა უშუალოდ გოლგოთაზე, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილზე, აღავლინეს იერუსალიმის საპატრიარქოს მაღალ იერარქებმა: წმინდა ნაწილებისა და სიწმინდეების მცველმა (სკეოფილაქსმა), გერონდა ისიდორემ და აღდგომის ტაძრის წინამძღვარმა, იერაპოლისის მთავარეპისკოპოსმა ისიდორემ.


ეს განსაკუთრებული სულიერი პატივი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პატრიარქის უდიდეს ავტორიტეტსა და იმ სულიერ კავშირს, რომელიც მას წმინდა მიწასთან და მსოფლიო მართლმადიდებლობასთან აკავშირებდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პარლამენტის სასახლეზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ