პარლამენტის სასახლეზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს მოწოდება: 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
0
0
ავსტრიის პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
პატრიარქი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პანაშვიდი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ