სამეგრელოდან თბილისისკენ ავტოკოლონა მოემართება
მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სამეგრელოდან კოლონა მოემართება.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით, პარასკევს, 20 მარტს დილის 06:00 საათზე, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ავტობუსები გამოემართნენ, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა და საშუალება პატივი მიაგოს ჩვენ დიდ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია -II-ს.
ტრანსპორტი უზრუნველყოფო ზუგდიდის მერიამ.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ცხედარი 22 მარტამდე იქნება დასვენებული, სადაც მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ მისვლა და უწმინდესის ხსოვნისადმი პატივის მიგება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 22 მარტს ილია II-ს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. დაკრძალვის ადგილი მისი ანდერძის შესაბამისად განისაზღვრა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები პატრიარქის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.