საპატრიარქოს მოწოდება: 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება
ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვის დღეებია გამოცხადებული – სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღიაა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები უნდა დაირეკოს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან.
ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღეებია გამოცხადებული.
მოქალაქეებს, რომელთაც სურთ პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება, ამის შესაძლებლობა აქვთ სამების საკათედრო ტაძარში, რომლის კარიც 24 საათის განმავლობაში ღიაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები პატრიარქის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ.