რამდენიმე წუთში წმინდა სინოდი დაიწყებს მუშაობას

2824
18 მარტი 12:59
38
საპატრიარქოსთან შეკრებილია სამღვდელოება. ფოტო: მჟკ საპატრიარქოსთან შეკრებილია სამღვდელოება. ფოტო: მჟკ

სინოდის სხდომის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სინოდის გადაწყვეტილების შესახებ.

შეგახსენებთ, ამა წლის 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

გუში გვიან ღამით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა განცხადება და დღეს, 18 მარტს დააანონსა წმინდა სინოდის შეკრება.

ამ წუთებში საპატრიარქოში იკრიბებიან სინოდის წევრები და სამღვდელოება. მთელი საქართველოს ყურადღება მიმართულია სინოდის გადაწყვეტილებისკენ. 

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება შესაბამისი განცხადება. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ